„საბურთალომ" კაკუბავა და უკრაინელი მეკარე დაიმატა
„საბურთალომ" კაკუბავა და უკრაინელი მეკარე დაიმატა

„საბურთალომ” „ზამთრის თასზე“ ორი ახალწვეული წარადგინა – საქართველოს ჩემპიონის ღირსებას ამიერიდან ლევან კაკუბავა და დენის შელიხოვი დაიცავენ.

ლევან კაკუბავა ბოლოს საჩხერის „ჩიხურაში“ ასპარეზობდა. 28 წლის ცენტრალურმა მცველმა კარიერა თბილისის „დინამოდან“ დაიწყო. იყო საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, 3-ჯერ კი ეროვნული ნაკრების ფორმაც მოირგო.

რაც შეეხება 29 წლის დენის შელიხოვს, იგი უკრაინელი მეკარეა და დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. უკრაინის პრემიერლიგაში, „დნიპოს“ გარდა, ლუცკის „ვოლინში“ უთამაშია. 2017 წელს ბელარუსში გადავიდა და ჯერ იქაური პრემიერ ლიგის „ისლოჩში” გამოდიოდა, ხოლო 2018 წლიდან – მინსკის „ლუჩის“ კარს იცავდა. იყო უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრი.

„საბურთალოს” აღმასრულებელი დირექტორის, კახა კაშიას ცნობით, ორივე ახალწვეულმა თბილისურ კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.