„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში” მეექვსე ტური თბილისში გამართული მატჩით დასრულდა. გათამაშების ლიდერმა „საბურთალომ” გორის დილას უმასპინძლა და მორიგი სამი ქულა მოიპოვა.
ანგარიში მეშვიდე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს: ნიკა მალის გადაცემით მეკარესთან პირისპირ ლაშა შინდაგორიძე დარჩა, რომელმაც ზუსტად დაარტყა 1:0. 65-ე წუთზე. საქართველოს ნაკრებში ნათამაშებმა, ლადო დვალიშვილმა საჯარიმოს სიახლოვიდან ძლიერად დაარტყა და „დილას” კარის ბადე მეორედ შეარხია 2:0. 72-ე წუთზე. ამოს ნონდის გადაცემის შემდეგ „დილას” თავდამსხმელმა, ნუგზარ სპანდერაშვილმა სხვაობა შეამცირა 2:1.
ანგარიში აღარ შეცვლილა, „საბურთალომ” ისევ მოიგო და 15 ქულით უახლოეს მდევრებთან (თბილისის 1დინამო”, ქუთაისის „ტორპედო”, ბათუმის „დინამო”) სხვაობა ხუთ ქულამდე გაზარდა, გორის „დილამ” კი, ჯერ მხოლოდ ხუთი ქულა დააგროვა და მეცხრე ადგილზე იმყოფება.