„საბურთალომ“ ევროპა ლიგაზე გამოსვლა დაასრულა (ვიდეო)

საქართველოს ჩემპიონმა „საბურთალომ“ ერევნის „არარატ-არმენიასთან“ ორი მატჩის ჯამში 2-3 დათმო და ევროპა ლიგის წლევანდელ გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა „საბურთალოელებმა“ ბევრი ხელსაყრელი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს.

სტუმრებმა კი ორი უპასუხო გოლი თბილისელების შეცდომების წყალობით გაიტანეს და ევროპა ლიგის პლეიოფში ლუქსემბურგის „დუდელანჟს“ შეხვდებიან.

დატოვე კომენტარი