„საბურთალომ“ და „დილამ“ ფრე ითამაშეს - ბათუმის „დინამომ“ თელავში ლიდერობა განიმტკიცა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 25-ე ტურში კიდევ ორი მატჩი გაიმართა – თელავში და გორში. ამ ორ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა.
„თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ გორის „დილამ“„საბურთალო“ მიიღო. ეს გუნდები მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კონკურენტები არიან და შეხვედრის შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ მიზანს ვერც ერთმა გუნდმა ვერ მიაღწია და საბოლოოდ, 0:0.
„კავკასიონი ანერაზე“ „თელავმა“ გათამაშების ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. მე-16 წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. ირაკლი აზაროვის გადაცემით მეკარესთან პირისპირ ჯოვინო ფლამარიონი აღმოჩნდა, რომლის დარტყმაც მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. 90+2-ე წუთზე „თელავის“ ცენტრალური მცველი ზურაბ თევზაძე უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს, შეხვედრა კი ბათუმელებმა 1:0 მოიგეს.
ბათუმის „დინამო“ 25 ტურის შემდეგ 53 ქულით ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერია და „დინამო თბილისს“ 5 ქულით ასწრებს. „საბურთალოს“ და „დილას“ 40-40 ქულა აქვთ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით წინ თბილისელები არიან, ხოლო „თელავს“, ისევე როგორც ქუთაისის „ტორპედოს“, 25 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზეა.