ეროვნული საფეხბურთო ლიგის გუნდები ჩემპიონატის მეორე ნახევრისთვის ემზადებიან და ამხანაგურ შეხვედრებს ატარებენ. გათამაშების ლიდერი „საბურთალო“ ლიგა 2-ის „თელავს“ შეხვდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.
პირველი ტაიმი თბილისელებმა ცოტნე ნადარაიას გოლით მინიმალური სხვაობით მოიგეს – 1:0. მეორე ტაიმში მეტოქის კარი დიმიტრი ტატანაშვილმაც აიღო. რამდენიმეთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მოედანს 18 წლის ნიკოლოზ მალი დაუბრუნდა და მესამე გოლი გაიტანა. მატჩის მიწურულს თბილისელთა მეკრე ბექა ქურდაძემ პენალტი მოიგერია და თბილისელებმა 3:0 გაიმარჯვეს.
„საბურთალოში“ დებიუტი ჰქონდა დავით თარგამაძეს – საქართელოს ნაკრების თავდამხმელი ბოლოს უკრაინაში თამაშობდა და ორ წლის წინ დაშავდა – მას შემდეგ მკურნალობდა და ვარჯიშები მხოლოდ ერთი თვის წინ განაახლა, ეროვნული ლიგის ლიდერ „საბურთალოში“ კი ერთი კვირის წინ ჩაირიცხა.
28 წლის შემტევმა „თელავთან“ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა.