„საბურთალო“ კიდევ ერთ მოთამაშეს დაემშვიდობა, რომელიც სეზონის დაწყებამდე დაიმატა – გუნდი დავით უბილავამ დატოვა.
„ურთიერთშეთანხმების თანახმად, „საბურთალო“ დავით უბილავას დაემშვიდობა. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს“, – ინფორმაციას თბილისური კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „საბურთალო” მეკარე ოთო გოშაძეს, მცველს, ნოდარ იაშვილსა და ნახევარმცველს, ნოდარ ქავთარაძესაც დაემშვიდობა. სამივე ფეხბურთელი გუნდმა სეზონის დაწყებამდე დაიმატა.
გუნდს მალე ევროტურნირების მატჩი ელის – თბილისური კლუბი კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „პარტიზანს“ დაუპირისპირდება.