„საბურთალო“ სპარინგში „ლოკომოტივს“ დაუზავდა
„საბურთალო“ სპარინგში „ლოკომოტივს“ დაუზავდა

დიღმის ოლიმპიური კომპლექსის სტადიონზე, ამხანაგური მატჩი გაიმართა – „საბურთალო“ „ლოკომოტივს“ შეხვდა და მატჩი ფრედ დაასრულა.

ეს ორივე გუნდისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მეორე ტესტ-მატჩი იყო. „საბურთალომ“ თამაში უკეთ დაიწყო და ანგარიშიც გახსნა. თავი გუნდის ახალწვეულმა, მოლდოველმა ნახევარმცველმა დმიტრი მანდრიჩენკომ გამოიჩინა. ტაიმის ბოლოს „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა თორნიკე კირკიტაძემ წონასწორობა აღადგინა და ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში „ლოკომოტივმა“ უკეთ დაიწყო, მაგრამ „საბურთალომ“ მალე თამაში გაათანაბრა და რეალური საგოლე მომენტები შექმნა. გიორგი გულიაშვილმა სამწუთიან მონაკვეთში ორი შანსი გაანიავა – ჯერ პენალტით ვერ ისარგებლა – დარტყმა „ლოკომოტივის“ 14 წლის მეკარემ, სოსო კოპალიანმა მოიგერია, შემდეგ კი ბურთი ძელს მოარტყა.

მეტოქეთა მცდელობების მიუხედავად, გოლი აღარ გასულა და შეხვედრა ასეც დასრულდა 1:1.

 

ფოტო: FC Locomotive Tbilisi