„საბურთალო“ სომხეთის ჩემპიონს შეხვდება - გუნდი ბექა დარცმელიამ დატოვა #1TVSPORT
„საბურთალომ“ ეროვნული ლიგისთვის ვარჯიში განაახლა. თბილისური გუნდი მზადების პარალელურად ორ საკონტროლო შეხვედრას გამართავს.
საქართველოში სომხური გუნდები, „ურარტუ“ და „არარატი“ ემზადებიან და „საბურთალო“ მათთან ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებს. ომარ თეთრაძის გუნდი 1-ელ ივლისს სომხეთის ჩემპიონს, „ურარტუს“ შეხვდება, ხოლო 4 ივლისს – მე-6 ადგილზე გასულ „არარატს“.
გუნდი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე გამოძახებული მოთამაშეების გარეშე ემზადება – რამაზ სვანაძის გუნდში „საბურთალოდან“ ცოტნე კაპანაძე, ივა გელაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა და ოთარ მამაგეიშვილი იმყოფებიან. გაფართოებულ შემადგენლობაში იყვნენ გიზი მამაგეიშვილი და შოთა ნონიკაშვილი.
ცნობილი გახდა, რომ გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ბექა დარცმელიამ დატოვა. 23 წლის ნახევარმცველი „საბურთალოს“ გაზაფხულზე ავსტრალიური „ნიუკასლ ჯეთსიდან“ შეუერთდა, მაგრამ გუნდში ერთი მატჩიც არ უთამაშია.