„საბურთალო“ სამი ადგილით დაწინაურდა - „ლოკომოტივი“ ისევ უქულოდ დარჩა #1TVSPORT
„საბურთალო“ სამი ადგილით დაწინაურდა - „ლოკომოტივი“ ისევ უქულოდ დარჩა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-8 ტურის ბოლო შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ გაიმართა – თბილისურ დერბიში „საბურთალომ“ აუტსაიდერს, „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-5 წუთზე კურიოზულ ვითარებაში გახსნეს. გიორგი გულიაშვილის დარტყმის მოგერიებას „ლოკომოტივის“ მცველი სანდრო ანდრონიკაშვილი შეეცადა, მაგრამ ბურთი საკუთარი კარში აეჭრა და ისე ძლიერად დაარტყა, მეკარემ რეაგირება ვერ მოახერხა – 1:0.

საბურთალომ“ 61-ე წუთზე მეორე გოლიც გიორგი გულიაშვილის აქტიურობის შედეგად გაიტანა – 21 წლის ფეხბურთელი მეტოქის საჯარიმოში ფლანგიდან შევარდა და კარის წინ ირაკლი სიხარულიძე მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა, მაგრამ ყოფილ გუნდთან გოლი არ აღნიშნა – 2:0.

შეცვლაზე შემოსული და ძალიან აქტიური ლუკა კეკელიძის დამსახურებით „ლოკომოტივმა“ 68-ე წუთზე სხვაობა შეამცირა. 19 წლის ნახევარმცველმა ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა, „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა ბაქარ ქარდავას საკუთარ საჯარიმოში ბურთი აართვა და კარის წინ ბექა დარცმელია მონახა – 2:1.

„საბურთალოს“ მატჩის ბოლოს მესამე გოლის გატანის რეალური შანსი 84-ე წუთზე მიეცა, როდესაც „ლოკომოტივის“ მცველმა ლაშა აწყურელმა საკუთარ საჯარიმოში გიორგი გულიაშვილი მოცელა და მოედნიდან გააძევეს, მაგრამ სტუმართა კარში დანიშნული პენალტი იური ტაბატაძემ ააცილა.

90+5-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ სტუმართა კარი მესამედ მაინც აიღო და დუბლი შეასრულა. „საბურთალომ“ 3:1 მოიგო და 12 ქულით მეოთხე ადგილზე დაწინაურდა, „ლოკომოტივი“ კი ეროვნულ ლიგაში ბოლო ადგილზეა და ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ ქულაც არ მოუპოვებია.