„საბურთალო“ ლეგიონერმა დატოვა - მანდრიჩენკო უკრაინულ კლუბში ჩაირიცხა #1TVSPORT
„საბურთალო“ ლეგიონერმა დატოვა - მანდრიჩენკო უკრაინულ კლუბში ჩაირიცხა #1TVSPORT

„საბურთალო“ ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ლეგიონერმა დმიტრი მანდრიჩენკომ დატოვა. მოლდაველი ნახევარმცველი კარიერას უკრაინაში გააგრძელებს, – ინფორმაციას „ინგულეცის“ პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის პრემიერლიგის კლუბის ცნობით, 24 წლის ნახევარმცველმა პეტროვოს გუნდთან კონტრაქტი გააფორმა და გუნდთან ერთად მოსამზადებელ ეტაპს გაივლის.

„გასულ სეზონში დიმიტრი საქართველოს ჩემპიონატის ნამდვილი აღმოჩენა გახდა, რომელმაც „საბურთალოს“ შემადგენლობაში 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ასევე დაეხმარა გუნდს საქართველოს თასის მოგებაში, სადაც ასევე ორჯერ გაიტანა“, – ნათქვამია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

უკრაინის პრემიერლიგის კლუბში გადასული დმიტრი მანდრიჩენკო კიევის „დინამოს“ აღზრდილია და დასრულებული სეზონი „საბურთალოში“ ჩაატარა. მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ დმიტრი მანდრიჩენკოს დამატება უკრაინის პრემიერლიგის სხვა კლუბს, „ლვოვს“ სურდა, მაგრამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ დულუბმა უარყო ეს ინფორმაცია.