„საბურთალო“ გაბედავას გადასვლას უარყოფს - გიორგი გუნდთან ერთად ვარჯიშობს
„საბურთალო“ გაბედავას გადასვლას უარყოფს - გიორგი გუნდთან ერთად ვარჯიშობს
აზერბაიჯანულმა გამოცემამ, „აზერისპორტმა” გაავრცელა ინფრომაცია, თითქოს, „საბურთალოს” ფეხბურთელი გიორგი გაბედავა თურქულ შეკრებაზე აზერბაიჯანის პრემიერლიგის „საბაჰს” შეუერთდა.
 
ამ ინფორმაციაში გასაკვირი არაფერი ქინებოდა, რომ არა ერთი დეტალი – აზერბაიჯანელთა ცნობით, 30 წლის ქართველი თავდამსხმელი გასინჯვაზე იმყოფებოდა.
ამასთან დაკავშირებით „საბურთალოს” პრეს-სამსახურმა საგანგებო განცახდება გაავრცელა.
„გიორგი გაბედავას„საბაჰში” გადასვლაზე ინფორმაცია რამდენიმე ქართულმა ვებგვერდმაც გაავრცელა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. „საბურთალო” ახლა თურქულ შეკრებაზე იმყოფება, გუნდი ორჯერად ვარჯიშებზეა გადასული და გიორგი გაბედავაც გუნდთან ერთად ვარჯიშობს” – წერია გუნდის განცხადებაში.