18 მარტს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა და ამით მე-3 ტურიც დასრულდა. ”მიხეილ მესხი 2”-ზე ბოლნისის ”სიონი” ფოთის ”კოლხეთი 1913”-ს შეხვდა და მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლო – 0:0, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მთავარ არენაზე კი ”საბურთალომ” გორის ”დილას” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
41-ე წუთზე სტუმართა კარი გეგა დიასამიძემ აიღო, ხოლო 59-ე წუთზე ”საბურთალომ” პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა და გიორგი კოხრეიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 ”საბურთალოს” სასარგებლოდ.
ამ მოგებით, გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა ”საბურთალომ” 9 ქულა დააგროვა და გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ უკვე მე-15 თამაშია, რაც თბილისური კლუბი არ დამარცხებულა.