„საბურთალო“ ძლიერდება - სამი ფეხბურთელი დაბრუნდა, კოხრეიძეც მალე ითამაშებს #1TVSPORT
„საბურთალო“ ძლიერდება - სამი ფეხბურთელი დაბრუნდა, კოხრეიძეც მალე ითამაშებს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „საბურთალოს“ შემადგენლობაში სამმა ისეთმა ფეხბურთელმა ითამაშა პირველად, რომლებიც გუნდისთვის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ.

სადებიუტო თამაში ჩაატარა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ორმა მცველმა – ივა გელაშვილი გუნდმა ზამთარში ბათუმის „დინამოდან“ იჯარით დაიმატა, გუნდთან ერთად მზადება დაიწყო, მაგრამ მცირე ტრავმის გამო პირველი ორი ტურის მატჩი გამოტოვა.

ასევე „საბურთალოს“ მაისური პირველად მოირგო თბილისური საფეხბურთო აკადემიის აღზრდილმა ცოტნე კაპანაძემ, რომელიც ასევე საქართველოში გასამართი ევრო 2023-ის მონაწილე 21-წლამდე ნაკრების კანდიდატია. 21 წლის მოთამაშე გუნდს წელს დაუბრუნდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „შუქურასთან“ მატჩში „საბურთალოში“ დაბრუნების შემდეგ თბილისური გუნდის კარი პირველად დაიცვა ლაზარე კუპატაძემ, რომელიც ეროვნული ნაკრების კანდიდატია და მისი ფორმით რუმინეთის ნაკრებთან დამაჯერებლად ითამაშა.

გუნდს მალე დაეხმარება გიორგი კოხრეიძე, რომელიც ფრანგული „გრენობლიდან“ წამოსვლის შემდეგ ლუგანსკის „ზორიაში“ მოსამზადებელი ეტაპი გაიარა, მაგრამ უკრაინულ გუნდში არ დარჩა და საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს პირველ არხს კლუბში განუცხადეს, რომ თავდამსხმელი „საბურთალოს“, სავარაუდოდ, უახლოეს თამაშებში დაეხმარება.