სატრანსფერო „ფანჯარა“ გაიხსნა და „საბურთალო“ ახალი მოთამაშეებს დამატებას აპირებს – ლაპარაკია რამდენიმე ლეგიონერზე.
პირველი არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისის „დინამოში“ გადასული ნოდარ იაშვილის ნაცვლად, კლუბში რუმინეთის ნაკრებსა და სერია A-ში ნათამაშები, კონსტანტინ ნიცა მიიწვიეს.
2013 წლის 11 ივლისს „ატალანტამ“ ბუქარესტის „დინამოსგან“ რუმინელი მარჯვენა მცველის ტრანსფერის 85% 1,6 მილიონ ევროდ შეიძინა. ნიცამ გუნდში სადებიუტო შეხვედრა 2013 წლის 18 აგვისტოს იტალიის თასზე ჩაატარა, სადაც „ატალანტამ“ „ბარი“ 3:0 დაამარცხა.
2014 წლის 11 ივლისს „ჩეზენამ“ ნიკა სრული სეზონით დაიმატა. რუმინელ ფეხბურთელს დებიუტი „იუვენტუსთან“ შეხვედრაში ჰქონდა. ნიცა 2016-17 სეზონში უკვე „ლატინას“ შეუერთდა. ბოლო ორი წელი კი ასევე იჯარით ბუქარესტის „დინამოში“ გაატარა.
კონსტანტინ ნიცა რუმინეთის ეროვნულ ნაკრებშიც იყო მიწვეული, რომლის ფორმითაც 20 წლისამ ითამაშა – ეს 2013 წლის აგვისტოში, სლოვაკეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში მოხდა.