„საბურთალო“ ალბანეთში გაემგზავრა, სადაც გუნდი კონფერენს ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ტირანას „პარტიზანს“ დაუპირისპირდება.
საქართველოს თასის მფლობელი გუნდი ალბანეთში 21 ფეხბურთელით გაემგზავრა:
მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი, ლუკა ლეჟავა, რევაზ კურტანიძე
მცველები: ლევან კაკუბავა, გია ჩადუნელი, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა, საბა მამაცაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი
ნახევარმცველები: გეგი გეგუჩაძე, შოთა ნონიკაშვილი, ბაქარ ქარდავა, ბენედიკ მიოჩი, ოთო მამაგეიშვილი, გიზი მამაგეშვილი, ლევან ნონიკაშვილი, იური ტაბატაძე
თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი, ჟულიუ ვინისიუსი, ირაკლი სიხარულიძე, გიორგი გულიაშვილი, ლუკა ქოქოსაძე
„საბურთალომ“, რომელმაც პირველი მატჩი გორში 0:1 წააგო, ხვალ მატჩისწინა ვარჯიშს „აირ ალბანიაზე“ გამართავს. კონფერენს ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „საბურთალო“ ალბანეთის „პარტიზანს“ 14 ივლისს დაუპირისპირდება. შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება.