„საბურთალო 2“-იც თურქეთში ემზადება
„საბურთალო 2“-იც თურქეთში ემზადება

უცხოეთში „საბურთალოსთან“ ერთად მისი სათადარიგო შემადგენლობაც გაემგზავრა. გუნდის პრეს-სამსახურის ცნობით, „საბურთალო 2“ 15 თებერვლიდან თურქეთში გაემგზავრება.

გიორგი ჭელიძის გაწვრთნილები მზადებას ქალაქ სიდეში განაგრძობენ. გუნდს საწვრთნელ შეკრებაზე ამხანაგური მატჩებიც დაუგეგმეს.

გადაწყვეტილია, რომ გიორგი ჭელიძის შეგირდები თურქულ შეკრებაზე 18 თებერვალს ავსტრიის ქვედალიგელ „უნიონ მორტეს“ შეხვდებიან, 21-ში – პოლონეთის „კოტვიცას“, 25 თებერვალს შვეიცარიის „იანგ ბოიზი“-2-ს, ხოლო შეკრებას 27 თებერვალს დანიურ „ჰოლსტერთან“ მატჩით დაასრულებენ.