საბინე მახლი - პანდემიის გამო განსაკუთრებული ვითარებაა, თუმცა იმედია, არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩაივლის
საბინე მახლი - პანდემიის გამო განსაკუთრებული ვითარებაა, თუმცა იმედია, არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩაივლის

საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის, საბინე მახლის თქმით, პანდემიის გამო არის გარკვეული სირთულეები. თუმცა, ის იმედოვნებს, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

„ყველამ ვიცით, რომ შექმნილია განსაკუთრებული ვითარება მთელ მსოფლიოში. პირველადაა, რომ არის პანდემია და ამიტომ მთელ მსოფლიოში ყველა არჩევნებისთვის ეს იქნება სრულიად განსაკუთრებული ვითარება, გარკვეული სირთულეები შეიქმნა მოკლევადიან დამკვირვებლებთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, არჩევნები ჩაივლის გამჭვირვალედ, ღიად და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად.

კიდევ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ნამდვილად პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც გვიწევს პანდემიასთან ცხოვრება, დაწესებულია სხვადასხვა შეზღუდვები, ადამიანები დაძაბული არიან. გვესმის, რომ გარკვეული სირთულეები არსებობს ურთიერთობებშიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები ქცევის კოდექსს მაინც დაიცავენ. ჩვენ ყველა ერთად უნდა შევეცადოთ, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ერთობლივად შევეცადოთ ამ კრიზისიდან გამოსვლას“, – აცხადებს საბინე მახლი.