საბერძნეთის ნაკრები თბილისში 24 მარტს, საღამოს ჩამოფრინდა. ბერძნები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში 26 მარტს შეხვდებიან.
ევროპის 2004 წლის ჩემპიონების მიზანია, დიდ საფეხბურთო ტურნირზე 10 წლის შემდეგ დაბრუნდნენ.
25 მარტს, 19:30 საათზე საბერძნეთის ეროვნული გუნდი „დინამო არენაზე“ ვარჯიშს ჩაატარებს. ერთი საათით ადრე კი მათი მთავარი მწვრთნელის, გუსტავო პოიეტის პრესკონფერენცია შედგება.
საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი 26 მარტს „დინამო არენაზე“ გაიმართება. ფინალური დაპირისპირების ტელერეპორტაჟს 21:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.