საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტების რეპეტიცია - ფოტოამბავი
საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტების რეპეტიცია - ფოტოამბავი

დღეს ოლიმპიურ სასახლეში საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტებმა რეპეტიცია გაიარეს.

რეპეტიციის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. პრესკონფერენციაში მონაწილეობა ქართველმა კონკურსანტმა გრიგოლ ყიფშიძემაც მიიღო. იგი ევროვიზიაზე მეცხრე ნომრად გამოვა.

საბავშვო ევროვიზიას კვიპროსის წარმომადგენელი ნიკოლა ნიკოლაუ გახსნის. ბოლო მონაწილე, რომელიც ევროვიზიის სცენაზე გამოვა, იტალიის წარმომადგნელი მარია ისიდე ფიოერეა.

საიუბილეო, საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე 24 ნოემბრიდან დაიწყება.

საბავშვო ევროვიზიის შესახებ სიახლეები იხილეთ ბმულზე.  

 

ფოტო: დავით ბანცაძე