საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონიისთვის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონიისთვის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. გახსნის ღონისძიებაში საბავშვო ევროვიზიის 16 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.
სცენაზე ჯგუფი „ბზიკები“ იმღერებს. ამასთან, ღონისძიებას „მოამბის“ წამყვანი ლიზა წიკლაური და მარიამ მამადაშვილი წაიყვანს.
დღევანდელი ღონისძიების პირდაპირ ტრანსლაციას თბილისის დროით 18:30 საათზე პირველი არხი შემოგთავაზებთ. ასევე, 16 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
დღესვე გაირკვევა, რა ნომრით წარსდგება ქართველი კონკურსანტი გრიგოლ ყიფშიძე საბავშვო ევროვიზიაზე. ამასთან, ცნობილი გახდება, ვინ იქნება შოუზე პირველი გამომსვლელი და ვინ დახურავს წლევანდელ საბავშვო ევროვიზიას 26 ნოემბერს.