საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ხმის მიცემის წესები შეიცვალა. კონკურსის ისტორიაში პირველად, მაყურებელს ონლაინ ხმის მიცემის საშუალებით შესაძლებლობა მიეცემა მხარი დაუჭიროს საკუთარი ქვეყნის კონკურსანტს. საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე ხმის მიცემა 24 ნოემბრიდან დაიწყება. მაყურებელს 16 ქვეყნის მონაწილეებს შორის, მაქსიმუმ ხუთი ფავორიტის შერჩევა და მოწონება შეეძლება.
ონლაინ ხმის მიცემის პროცედურა 26 ნოემბერს, გრანდიოზული შოუს დაწყების წინ შეწყდება და სცენაზე 16-ივე კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, 15 წუთით განახლდება. ონლაინ ხმები კი კონკურსანტთა ანგარიშის დაფაზე ქულებად აისახება.
გამარჯვებული კონკურსანტი საერთაშორისო ჟიურის შეფასებითა და ონლაინ ქულების შედეგების მეშვეობით გამოვლინდება.