საბავშვო ევროვიზია 2023-ში, რომელიც ნიცაში 26 ნოემბერს გაიმართება, 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. წელს პირველად კონკურსს ესტონეთი შეუერთდა.
საბავშვო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი, უკრაინა, ალბანეთი, სომხეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, მალტა, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი.
საბავშვო ევროვიზია 2023-ის სლოგანი იქნება „გმირები“. კონკურსი კი Palais Nikaïa-ს დარბაზში გაიმართება.
წელს კონკურსზე საქართველოს ანასტასია ვასაძე წარადგენს. იგი საქართველოს პირველი არხის პროექტის, „რანინას“ გამარჯვებული გახდა.
რიგით 21-ე საბავშვო ევროვიზია საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 26 ნოემბერს გაიმართება. საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა.