„საბათაიმი“ გრძელდება - ლობჟანიძემ დაბრუნება გოლით აღნიშნა
„საბათაიმი“ გრძელდება - ლობჟანიძემ დაბრუნება გოლით აღნიშნა
ქართველი ფეხბურთელების უჩვეულოდ წარმატებული უქმეები საბა ლობჟანიძემ გაააგრძელა – საქართველოს ნაკრების თავადმსხმელმა ტრავმა მოირჩინა და დანიის სუპერლიგაში თავი მორიგი გოლით გამოიჩინა.
 
საბა ოქტომბრის სანაკრებო შეკრებაზე დაშავდა და მას შემდეგ „რანდერს“ ვერ ეხმარებოდა. ის მოედანზე დანიის ჩემპიონატის მე-18 ტურში „სონდერსკიესთან“ შეხვედრაში დაბრუნდა – ქართველი შეცვლაზე 79-ე წუთზე გამოჩნდა, 90+2-ე წუთზე კი მეტოქის კარი მესამედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:0 “რანდერსის” სასარგებლოდ.
„ძალიან კარგია, როდესაც ტრავმის შემდეგ პირველად თამაშობ და გოლს იტან. ძალიან ძნელი იყო სახლში ტრავმით ჯდომა და იმის განცდა, რომ გუნდს ვერ ვეხმარებოდი“ – ამბობს საბა ლობჟანიძე.
საქართველოს ნაკრების თავდამხმელმა მიმდინარე სეზონში 5 მატჩი გამოტოვა. ამის მიუხედავად, 13 მატჩში 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მეხუთე ადგილზეა. „რანდერსი“ კი 27 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.