საბა საზონოვმა ოპერაცია გაიკეთა - ქართველი მცველი რეაბილიტაციის პროცესს მალე დაიწყებს #1TVSPORT
საბა საზონოვმა ოპერაცია გაიკეთა - ქართველი მცველი რეაბილიტაციის პროცესს მალე დაიწყებს #1TVSPORT

საბა საზონოვმა ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციას უახლოეს დღეებში დაიწყებს, – ინფორმაციას „ემპოლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველი „ტორინომ“ „ემპოლიში“ იჯარით გაუშვა. მაგრამ საბამ თამაში ვერ მოასწრო და სექტემბრის დასაწყისში ვარჯიშის დროს ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.

„საბა საზონოვს ვარჯიშის დროს დაზიანებული მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგების ოპერაცია ჩაუტარდა. ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პროცესს უახლოეს დღეებში დაიწყებს“, – წერია „ემპოლის“ განცხადებაში.