საბა საზონოვმა „ემპოლის“ ვარჯიშზე მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო #1TVSPORT
საბა საზონოვმა „ემპოლის“ ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო და, შესაძლოა, დიდი ხანი ვერ ითამაშოს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური და იტალიური მედია ავრცელებენ.
„საბა საზონოვმა „ემპოლის“ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი და საჭიროებს დამატებით კვლევებს, რათა დაზუსტდეს მკურნალობის პროცესის მიმართულება“, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
toro.it-ის ცნობაში კი გამოთქმულია ვარაუდი, რომ „ემპოლის“ ქართველმა მცველმა, შესაძლოა, ამ სეზონში ვეღარ ითამაშოს: „საზონოვმა მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა და, შესაძლოა, სეზონი გაუცდეს. რეაბილიტაციის პროგრამა დამატებითი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება“.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ემპოლიში“ (სადაც საბა გოგლიჩიძე თამაშობს) ზაფხულში „ტორინოდან“ იჯარით გადავიდა.