საბა საზონოვი, შესაძლოა, „ფროსინონეში“ კვერნაძის თანაგუნდელი გახდეს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი სერია A-ში დაწინაურებული „ფროსინონეს“ ინტერესების სფეროშია – ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ.
კლუბის დირექტორი გვიდო ანჯელოცი მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელის შეძენით პირადადაა დაინტერესებული. 21 წლის ქართველის თაობაზე „ფროსინონეს“ მოსკოვის „დინამოსთვის“ ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ წინადადებას ამზადებს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში იზრდებოდა, საზონოვმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ჩვენი ქვეყნის სახელით თამაში გადაწყვიტა.
საბა ახლახან დასრულებულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და სამმა გამოცემამ ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
Transfermarkt-ი ფეხბურთელს 3 მილიონ ევროდ აფასებს. საზონოვს მოსკოვის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.
ინფორმაცია ქართველი მცველით იტალიური კლუბების დაინტერესების შესახებ პირველად არ ვრცელდება – 20 წლის საზონოვის შეძენით იტალიაში ასევე დაინტერესებულნი არიან „სასუოლო“ და „უდინეზე“.