საბა საზონოვმა საქართველოს ნაკრებში სადებიუტო თამაში მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრაში (0:3) ჩაატარა – 20 წლის მცველმა, რომელიც დედით ქართველია და ბავშვობაში სამტრედიაში ცხოვრობდა, მიწვევაზე კომენტარი გააკეთა.
„საქართველოს ნაკრებში მიწვევა სასიხარულო მოვლენაა, რადგან წინა სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად მოვხვდი. რა თქმა უნდა, 20 წლის ასაკში ქვეყნის მთავარ ნაკრებში მოწვევა დიდი სტიმულია, რომ გავაგრძელო ზრდა და წინსვლა. ძალიან ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ ამ ნდობას გავამართლებ“, – ამბობს საზონოვი.
ახალგაზრდა მცველმა ასევე უპასუხა კითხვას, მანამდე ესაუბრა თუ არა რუსეთის ნაკრების მწვრთნელს, ვალერი კარპინს.
„მომილოცა თუ არა ნაკრებში მიწვევა ვალერი კარპინმა? ჩვენ არასდროს გვილაპარაკია“.