საბა მამაცაშვილი „საბურთალოში“ დაბრუნდა
საბა მამაცაშვილი „საბურთალოში“ დაბრუნდა

საბურთალომ“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით გუნდმა 2024 წლის პირველი ვარჯიში ჩაატარა.

საბა მამაცაშვილს საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა და მომდევნო სეზონიდან „საბურთალოს“ ღირსებას დაიცავს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშემ 2023 წელი იჯარით „გაგრაში“ გაატარა და 17 შეხვედრაში ოთხი გოლის გატანა და სამი საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

მამაცაშვილი ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშე გახდა არა მხოლოდ „გაგრაში“, არამედ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც – სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩში რამაზ სვანაძის გუნდმა მასპინძლებს მისი ეფექტური გოლით მოუგო.

საქართველოს თასის მფლობელი წელს კონფერენს ლიგაზე ითამაშებს. გუნდში ცვლილებებია მოსალოდნელი – არ არის გამორიცხული, სამხრეთამერიკულ კლუბებთან პარტნიორობის ფარგლებში, გუნდმა არგენტინელი მოთამაშეები დაიმატოს.