საბა ლობჟანიძის საგოლე პასი და „ხატაისპორის“ გამარჯვება [ვიდეო] #1TVSPORT
საბა ლობჟანიძემ თურქეთის ჩემპიონატში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა, ხოლო მისმა გუნდმა „ხატაისპორმა“ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო და მეოთხე ადგილზე აინაცვლა.
თურქეთის სუპერლიგის მე-5 ტურში კვირას, „ხატაისპორმა“ თავის მოედანზე „ქაისერისპორს“ უმასპინძლა და პირველი ტაიმის წაგების მიუხედავად, მეტოქეს 3 ქულა დაძაბულ ბრძოლაში აართვა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ხატაისპორის“ განაცხადში იყო, მოედანზე კი 46-ე წუთზე გამოჩნდა და თავისი საქმე მალე გააკეთა. თუმცა, მანამდე მისი გუნდის საქმე კარგად ვერ მიდიოდა. ანგარიში მე-4 წუთზე „კაისერისპორმა“ გახსნა. მასპინძელთა კარი განელმა თავდამსხმელმა ბერანდ მანსამ აიღო.
„ხატაისპორმა“ ანგარიში 52-ე წუთზე გაათანაბრა. საბა ლობჟანიძე ამ მომენტში მაღალ სისწრაფეზე მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა, მცველს გაასწრო და კარის წინ ბურთი სენეგალელი მამე დიუფს გადააწოდა, რომელმაც მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
71-ე წუთზე „ხატაისპორი“ მაროკოელმა აიუბ ელ-კააბიმ დაწინაურა. 85-ე წუთზე, ლობჟანიძემ თავად სცადა გატანა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთმა მიზანს ვერ მაიღწია. საბოლოოდ, მასპინძლებმა 2:1 გაიმარჯვეს.
„ხატაისპორმა“ ზედიზედ სამი მოგებით 4 ტურში 10 ქულა დააგროვა და ლიდერთა კვარტეტში გაერია, საბა ლობჟანიძეს კი 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და თურქეთის სუპერლიგის ბომბარდირებშია.