საბა ლობჟანიძის მეშვიდე პასი თურქეთში - „ჰატაისპორი“ „გაზიანთეფს“ დაუზავდა #1TVSPORT
საბა ლობჟანიძემ თურქეთის ჩემპიონატში მორიგი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა, მისმა გუნდმა „ჰატაისპორმა“ კი ქულა მოიპოვა.
თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურის მატჩი „ჰატაისპორმა“ სტუმრად „გაზიანთეფთან“ ჩაატარა და მდევრის როლში იყო. მე-5 წუთზე ანგარიში მასპინძელთა რუმინელმა ნახევარმცველმა ალეკსანდრუ მაქსიმმა გახსნა. მაგრამ „ჰატაისპორმა“ მე-20 წუთზე წონასწორობა აღადგინა – ბურთი საკუთარ კარში „ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა სტივენ კოკერმა ჩაჭრა.
30-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, რაშიც ერთ-ერთი მთავარი როლი საქართველოს ნაკრების ფლანგის შემტევმა ითამაშა. საბა ლობჟანიძის გადაცემით მაროკოელმა თავდამსხმელმა აიუბ ელ-კააბმა გაიტანა და „ჰატაისპორი“ დააწინაურა.
საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა.
„ჰატაისპორი“ 28 ტურის შემდეგ 43 ქულით მე-8 ადგილზეა, ზედა სამეულთან მხოლოდ 4 ქულა აშორებს.
საბა ლობჟანიძე მიმდინარე სეზონში საკმაოდ შედეგიანია – 27 წლის ქართველმა შემტევმა 28 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.