საბა ლობჟანიძის გადაბირება რამდენიმე კლუბს სურს
საბა ლობჟანიძის გადაბირება რამდენიმე კლუბს სურს

დანიურ გამოცემა „ტიპლსბლადეტთან“ „რანდერსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სორენ პედერსენმა განაცხადა, რომ გუნდის ქართველი ლიდერის, საბა ლობჟანიძის მიმართ ინტერესი დიდია და მისი გადაბირება მხოლოდ დანიურ გრანდ „ბრონდბიუს“ არ სურს.

„არ ვიცი, იანვარში „ბრონდბიუსგან“ ლობჟანიძის თაობაზე რა შემოთავაზება იქნება. მაგრამ საბას მიმართ დიდი ინტერესი სხვა კლუბებსაც გააჩნიათ, როგორც უცხოურს, ასევე დანიის სუპერლიგის წარმომადგენლებს“ – ამბობს სორენ პედერსენი.

ლობჟანიძეს „რანდერსთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება და დასრულებამდე ექვსი თვით ადრე სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია ახალ კლუბთან წინასწარი ხელშეკრულება გააფორმოს. პედერსენი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, მაგრამ ლობჟანიძე ამ საკითხზე მოლაპარაკებას თავს არიდებს.