საბა ლობჟანიძემ სამუშაო ვიზა მიიღო და ამერიკაში გაფრინდა - ქართველი შემტევი „ატლანტას“ 23 აგვისტოს შეუერთდება #1TVSPORT
საბა ლობჟანიძემ სამუშაო ვიზა მიიღო და ამერიკაში გაფრინდა - ქართველი შემტევი „ატლანტას“ 23 აგვისტოს შეუერთდება #1TVSPORT

საბა ლობჟანიძე ამერიკაში გაფრინდა და, დიდი ალბათობით, ახალ კლუბს, „ატლანტა იუნაიტედს“ მომდევნო ტურიდან შეუერთდება.

ინფორმაცია საქართველოს პირველმა არხმა ფეხბურთელის ოჯახში დააზუსტა. ლობჟანიძის „ჰატაისფორიდან“ ტრანსფერი კლუბმა 2 აგვისტოს დაადასტურა. ამის მიუხედავად, ქართველმა შემტევმა MLS-ის ტურის მატჩი „სიეტლთან“ („ატლანტამ“ სტუმრად 2:0 მოიგო) გამოტოვა.

გამოცემა dirtysouthsoccer-ის ცნობით, საბა ლობჟანიძე „ატლანტასთან“ ერთად ვარჯიშს მიმდინარე კვირაში დაიწყებს. როგორც შევიტყვეთ, ლობჟანიძემ ამერიკის ვიზა და მუშაობის უფლება დადგენილ ვადაში მიიღო და 23 აგვისტოს უკვე ატლანტაში ჩაფრინდება.

„ატლანტა იუნაიტედი“ ამერიკის ჩემპიონატის აღმოსავლეთ კონფერენციაში 25 ტური შემდეგ 38 ქულით მეშვიდე ადგილზეა. გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 აგვისტოს საკუთარ მოედანზე „ნეშვილთან“ ჩაატარებს.