საბა ლობჟანიძემ MLS-ში მორიგი გოლი გაიტანა. ქართველმა შემტევმა ამჯერად „DC იუნაიტედის“ კარი აიღო.
ჩემპიონატის 30-ე ტურის შეხვედრა „ატლანტა იუნაიტედმა“ ვაშინგტონში გამართა და საქართველოს ნაკრების შემტევი უკვე გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, 59 წუთი ითამაშა, მე-14 წუთზე კი ანგარიში გახსნა.
ლობჟანიძის გოლი „ატლანტა იუნაიტედისთვის“ საკმარისი არ აღმოჩნდა. „DC იუნაიტედმა“ დიდი ძალებით შეუტია და ანგარიშის გათანაბრება მატჩის მიწურულს მოახერხა, მე-80 წუთზე მატჩში საბოლოო ანგარიში გაბრიელ პირანიმ დააფიქსირა – 1:1.
30 თამაშის შემდეგ „ატლანტა იუნაიტედმა“ 46 ქულა დააგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. ქართველმა ნახევარმცველმა კი 5 მატჩში 3 გოლის გაიტანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.