საბა ლობჟანიძემ MLS-ში მორიგი გოლი გაიტანა - „ატლანტა იუნაიტედი“ „ნიუ იორკ სიტის“ დაუზავდა [ვიდეო] #1TVSPORT
ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) 24-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების წევრის, საბა ლობჟანიძის გუნდი „ატლანტა იუნაიტედი“ საკუთარ მოედანზე „ნიუ იორკ სიტის“ შეხვდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
ლობჟანიძემ მატჩის პირველივე წუთზე ანგარიშზე საგოლე გადაცემა ჩაიწერა, მისი პასით გოლი რიოსმა გაიტანა. ამის შემდეგაც „ატლანტა იუნაიტედი“ აქტიურობდა და 38-ე წუთზე თავის გამოჩენა უკვე ქართველმა ფეხბურთელმა მოახერხა – 2:0.
შეხვედრის მეორე ტაიმში „ნიუ იორკ სიტიმ“ ანგარიში გაათანაბრა. 65-ე წუთზე ჩამორჩენა ბაკარმა შეამცირა, ხოლო ჯორჯიელთა კარში მეორე გოლი ტალეს მანიომ გაიტანა.
MLS-ის რეგულარული სეზონის 24 ტურის შემდეგ „ატლანტა იუნაიტედი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. რაც შეეხება ლობჟანიძეს, ქართველ ფეხბურთელს ექვსი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა აქვს.