საბა ლობჟანიძემ MLS-ში ისევ გაიტანა - ქართველმა „დალასის“ კარი აიღო [ვიდეო] #1TVSPORT
საბა ლობჟანიძემ ამერიკაში ისევ გაიტანა. MLS-ის 28-ე ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი „ატლანტა იუნაიტედი“ „დალასს“ ესტუმრა, მატჩი 2:2 დასრულდა.
პირველ ორ მატჩში შეცვლაზე თამაშის შემდეგ, ამჯერად ქართველი შემტევი „ატლანტა იუნაიტედის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 62 წუთი ითამაშა. საბამ თავი 58-ე წუთზე გამოიჩინა და გუნდი 2:1 დააწინაურა. „ქართველი ბრილიანტი“, – ეფექტური გოლის შემდეგ ასე შეაფასა მატჩის კომენტატორმა ლობჟანიძე.
„ატლანტა იუნაიტედმა“ 28 ტურის შემდეგ 42 ქულა დააგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე პოზიციაზეა. საბა ლობჟანიძეს კი სამ თამაშში ორი გოლი აქვს.