საბა ლობჟანიძემ MLS-ის პლეი ოფშიც გამოიჩინა თავი - „ატლანტამ“ „ქოლამბუსი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საბა ლობჟანიძემ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის (MLS) პლეი ოფშიც გამოიჩინა თავი და „ქოლამბუს ქრიუსთან“ „ატლანტა იუნაიტედის“ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა – 4:2.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „ატლანტას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 80 წუთი ითამაშა. ფლეი ოფის პირველი მატჩი ოჰაიოელებმა 2:0 მოიგეს და ქართველის გუნდისთვის ანგარიშის გათანაბრება ტიტულისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად აუცილებელი იყო.

ჯორჯიელებმა მეორე შეხვედრა შინ კარგად ჩაატარეს. საბა ლობჟანიძე მეორე გოლში მონაწილეობდა, ამ დროს ანგარიში 1:1 იყო. საქართველოს ნაკრების შემტევმა 45+4-ე წუთზე ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, ორი მცველს გასცდა და საჯარიმოში გეორგიოს გაკუმაკისი მონახა, რომლის გადაცემითაც შანდე სილვამ მასპინძლები ისევ დააწინაურა.

მესამე მატჩი 13 ნოემბერს კოლუმბუსში გაიმართება. სერია ორ მოგებამდეა და აქედან გამომდინარე, მეოთხედფინალის საგზურის ბედს სწორედ ეს თამაში გადაწყვეტს.