საბა ლობჟანიძემ „ლუნგბიუს“ გაუტანა
საბა ლობჟანიძემ „ლუნგბიუს“ გაუტანა

დანიის სუპერლიგის პლეი-ოფის პირველ ფინალურ შეხვედრაში “რანდერსი” “ლუნგბიუს” ესტუმრა და ლიგაში დასარჩენად უდიდესი ნაბიჯი გადადგა – საბა ლობჟანიძის გუნდმა მასპინძლები 2:1 დაამარცხა.

რანდერსმა” პლეი-ოფის ნახევარფინალში “ჰელსინგორი” 23 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველის დუბლით დაამარცხა (2:1). საბა მოედანზე ამჯერადაც ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო და 30-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მასპინძელთა კარი მეორედ მე-60 წუთზე კასპერ ერგჰარდტმა აიღო, საბოლოო შედეგი კი მსაჯის მიერ დამატებულ დროში (90+3 წუთი) “ლუნგბიუს” მცველმა მიხაელ ლუმბმა დააფიქსირა.

განმეორებით შეხვედრას “ბიონუტრია პარკ რანდერსი” 21 მაისს უმასპინძლებს და “რანდერსი” სტუმრად მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას შეეცდება. ფაქტია, რომ ლობჟანიძის გუნდს დანიის მთავარ ლიგაში დარჩენის მშვენიერი შანსი გააჩნია.

მიმდინარე სეზონში ლობჟანიძემ 29 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა, აქედან 4-ჯერ ეს “ლუნგბიუსთან” შეძლო და ფინალური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირია.