საბა ლობჟანიძემ ლიონელ მესის „ინტერ მაიამისთან“ გოლი ისევ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

საბა ლობჟანიძემ ამერიკაში მორიგი გოლი გაიტანა და გათამაშების ლიდერთან, ლიონელ მესის „ინტერ მაიამისთან“ „ატლანტა იუნაიტედს“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „ატლანტას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, თავი კი 56-ე წუთზე გამოიჩინა. ამ დროს საბას გუნდი 0:1-ს აგებდა.

ამის შემდეგ „ინტერ მაიამი“ ლეონარდო კამპანას გოლით დაწინაურდა, 61-ე წუთზე კი მოედანზე მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ლიონელ მესი გამოჩნდა. მაგრამ „ატლანტამ“ თამაში მაინც გადაარჩინა.

ეს მიმდინარე სეზონში საბა ლობჟანიძის მეშვიდე გოლია, მის ანგარიშზე ასევე ექვსი საგოლე გადაცემაა. ქართველი მოთამაშე ბოლო ხუთ თვეში მესის გუნდს მეორედ შეხვდა და საბამ, ჯამში, მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანა.