საბა ლობჟანიძემ „ატლანტა იუნაიტედში“ ეფექტური გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
საბა ლობჟანიძე პირველია ეროვნული ნაკრების წევრებიდან, რომელიც თავის კლუბს დაუბრუნდა, ითამაშა და გოლიც გაიტანა.
„ატლანტა იუნაიტედი“, სადაც ლობჟნიძე თამაშობს, დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს, სოლტ ლეიკი-სიტის „რეალს“ ესტუმრა და 2:5 დამარცხდა.
ქართველი შემტევი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 31-ე წუთზე ეფექტური გოლი გაიტანა – საბამ ბურთი მიიღო, თანაგუნდელთან ქუსლით „კედელი“ გაითამაშა, ახლო მანძილიდან მოჭრილად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
ეს გოლი თამაშს გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა, „ატლანტა“ 2:5 დამარცხდა, 24 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე დაქვეითდა და პლეი ოფის ზონას დაშორდა.
ეს მიმდინარე სეზონში საბა ლობჟანიძის მეხუთე გოლია. ამას გარდა, მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემაა.