საბა ლობჟანიძე ზედიზედ მეორედ თვის სიმბოლურშია
საბა ლობჟანიძე ზედიზედ მეორედ თვის სიმბოლურშია

საბა ლობჟანიძე საგაზაფხულო ეტაპზე დანიის სუპერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. მან პლეი ოფის მატჩებში მაისში 3 გოლი გაიტანა და “რანდერსი” ელიტურ ლიგაში დატოვა.

23 წლის ქართველს წარმატებული გამოსვლა გამოცემა Tipsbladet-მა დაუფასა და სუპერლიგის მაისის თვის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

„ვიდრე ქართველი “რანდერსის” ძირითად შემადგენლობაში მოხვდებოდა, მანამდე ლუპით აკვირდებოდნენ. ეს დიდი სირცხვილია, რადგან სეზონის ბოლოს გამოჩნდა, რომ ლობჟანიძე რეალურად უდიდეს აღიარებას იმსახურებს. სწორედ მან შეასრულა “რანდერსში” ყველაზე დიდი როლი პლეი-ოფის თამაშებში, რომელშიც გუნდმა ლიგაში ადგილის შენარუნება მოახერხა”, – წერს დანიური გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ Tipsbladet-მა თვის სიმბოლურშირანდერსის“ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ დაასახელა. სიმბოლურში ლობჟანიძე პირველად აპრილში მოხვდა.