საბა ლობჟანიძე სადებიუტო გოლმა გაახარა - მინდა, რომ ასევე გავაგრძელო
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საბა ლობჟანიძემ „ანკარაგუჯუში“ გატანილ სადებიუტო გოლზე ილაპარაკა.
25 წლის ქართველმა ფლაგის თავდამსხმელმა თურქეთის სუპერლიგაში მესამე შეხვედრა ჩაატარა და ახალი გუნდის ფორმით თავი პირველად სუპერლიგის 22-ე ტურში თურქულ გრანდ „ფენერბაჰჩესთან“ გამოიჩინა – საბოლოოდ, „ანკარაგუჯუმ“ ეს მატჩი 2:1 მოიგო
„პირველ სამ შეხვედრაში შვიდი ქულა ავიღეთ და გასავარდნ ზონას ოდნავ დავშორდით, რაც ძალიან ნამდვილად სასიხარულოა. „ფენერბაჰჩე“ თურქეთის ტოპ-გუნდია და გამარჯვება აღსანიშნავია, რადგან ამის შემდეგ უფრო მეტი თავდაჯერებულები გავხდებით. რაც შეეეხება სადებიუტო გოლს, „ფენერბაჰჩესთან“ გატანა ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ახლა ეიფორიაში ჩავვარდნის დრო ნამდვილად არ არის. მინდა, რომ ასე გავაგრძელო და გოლები ისევ გავიტანო“, – ამბობს საბა ლობჟანიძე.