საბა ლობჟანიძე MLS-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
საბა ლობჟანიძე MLS-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

„კოლუმბუს ქრიუსთან“ მოგების (2:1) შემდეგ „ატლანტა იუნაიტედის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე, თანაგუნდელ სტიან გრეგერსენთან ერთად, MLS-ის „ყველა ვარსკვლავის“ გუნდში (ტურის სიმბოლურ ნაკრებში) მოხვდა – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„მორიგ შეხვედრაში „კოლუმბუს ქრიუსთან“ „ატლანტა იუნაიტედის“ გეგმამ ზუსტად ისე იმუშავა, როგორც მათ განიზრახეს. საბა ლობჟანიძემ ორჯერ ჩააწოდა კუთხურიდან ბურთი საჯარიმოში, სტიან გრეგერსენმა კი ორჯერ თავით ზუსტად დაარტყა.

გრეგერსენმა დუბლი შეასრულა და „ატლანტა იუნაიტედმა“ ორი თითქმის იდენტურმა გოლით აღმოსავლეთ კონფერენციის მესამეადგილოსანი დაამარცხა. ეს იყო პირველი დუბლი 29 წლის ცენტრალური მცველისთვის, რომელიც MLS-მა სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

ლობჟანიძეს MLS-ში გადასვლის (2023) შემდეგ 11 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ქართველი კლუბის ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გუნდში გამართულ 30 მატჩში, მინიმუმ, 20 გოლში  მიიღო მონაწილეობა“, – წერია კლუბის ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.