საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე საკალათბურთო კლუბ დელტას მოთამაშე საბა ლობჟანიძემ პლეიოფის პირველი წრე ოლიმპთან მაღალ დონეზე ჩაატარა. მოწინააღმდეგე მისმა კლუბმა ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ნახევარფინალში ბათუმსა და მგზავრებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
„უპირველესად, ვულოცავ მთელ გუნდს ნახევარფინალში გასვლას. ბევრი ვიმუშავეთ და მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ. დელტა ყოველთვის იგებს, როგორც გუნდი. მადლობა გულშემატკივრებს გვერდით დგომისთვის, ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ოლიმპი კარგი გუნდია და მინდა ამ კლუბს წარმატებები ვუსურვო. ჩემი კარიერის განმავლობაში ამ დონეზე პირველი ნახევარფინალია და ყველაფერს გავაკეთებ წარმატების მისაღწევად“, – აცხადებს ლობჟანიძე.