კოპენჰაგენის „თელია პარკენზე“ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში „დ“ ჯგუფის ფავორიტმა დანიის ნაკრებმა საქართველო 5:1 დაამარცხა.
მატჩზე კომენტარი ქართველთაგან დანიის წინააღმდეგ ერთადერთი გოლის ავტორმა საბა ლობჟანიძემ და ვაკო გვილიამ გააკეთეს.
„ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ოფიციალურ შეხვედრაში პირველი მატჩი ჩავატარე და გოლის გატანაც მოვახერხე. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოა, მაგრამ დაფიქსირებული შედეგი არ მაძლევს საშუალებას, ბედნიერი ვიყო“ – ამბობს საბა ლობჟანიძე.
ვაკო გვილია: „5:1 ჩვენთვის მიუღებელი შედეგია და მიმაჩნია, რომ ასეთი ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით, მიუხედავად იმისა, რომ დანია ჩვენზე უკეთესი გუნდია. მარცხის მიზეზები თითოელმა ჩვენგანმა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და მომავალი შეხვედრისთვის შეცდომები გამოვასწოროთ. მსაჯს არასდროს არაფერი უნდა დავაბრალოთ, მაგრამ დანიასთან ეპიზოდებში არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო. დანიის დონის გუნდთან მსაჯის ასეთი შეცდომების ფონზე წარმატების მიღწევა განსაკუთრებით რთულია“.