საბა ლობჟანიძე - გაცნობიერებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტურნირი ჩვენთვის და მთლიანად საქართველოსთვის #1TVSPORT
საბა ლობჟანიძე - გაცნობიერებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტურნირი ჩვენთვის და მთლიანად საქართველოსთვის #1TVSPORT

ავსტრიაში მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპსა და ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო ასპარეზობასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ ისაუბრა.

„ევროპის ჩემპიონატისთვის ძალიან კარგ გარემოში ვემზადებით, გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა. გაცნობიერებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტურნირი ჩვენთვის და მთლიანად საქართველოსთვის, შესაბამისად, მოტივაციის პრობლემა არ არსებობს.

პირადად ჩემთვის საკლუბო დონეზე ახლა სეზონი მიმდინარეობს, ბევრი მატჩი ჩავატარე და კარგ ფორმაში ვარ. ვემზადებით ჩემპიონატისთვის და ველოდებით ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას. ვარჯიშებზეც ჩანს გუნდის განწყობა, ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, ეს ყველაფერი წინსვლაში გვეხმარება.

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის წინ მოლოდინი დიდია. დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველი ამ ტურნირის დაწყებას განსაკუთრებული ემოციით ელის“, – განაცხადა საბა ლობჟანიძემ.