„რანდერსმა“ ევროპალიგაზე გასასვლელი პლეიოფის ფინალი „ბრონდბიუსთან“ 2:4 წააგო მომავალ სეზონში ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს. თუმცა, ჩვენთვის სასიამოვნო ინფორმაცია ის არის, რომ საბა ლობჟანიძე დანიის სუპერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
„რანდერის“ 25 წლის ქართველი ლეგიონერი სუპერლიგის ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.
„საბა ლობჟანიძემ მაისში მშვენიერი თამაშები ჩაატარა. მან 4 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა და თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო. ეს ფეხბურთის ექსპერტების, ფეისბუქის მომხმარებლებისა და სტატისტიკური მონაცემების შეჯერების შედეგად მოხდა“ – წერს „რანდერსის“ გვერდი.
აქვე ვიტყვით, რომ საბა ლობჟანიძე დანიის სუპერლიგის ოფიციალურმა გვერდმა თვის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელა.