საბა ლობჟანიძე „ატლანტა იუნაიტედში“ გადავიდა #1TVSPORT
საბა ლობჟანიძე „ატლანტა იუნაიტედში“ გადავიდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ჰათაისპორის“ ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე კარიერას ამერიკულ „ატლანტა იუნაიტედში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ორივე გუნდი ადასტურებს.

გავრცელებული ცნობით, ამერიკულმა გუნდმა ქართველ გარემარბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

„საბა არის ფეხბურთელი, ვისაც სატრანსფერო „ფანჯრის“ დასაწყისიდან ვესაუბრებით. ის მთელი ამ პროცესის განმავლობაში მზადყოფნას გამოხატავდა, რომ „ატლანტაში“ გადმოსულიყო.

საბას აქვს საერთაშორისო დონეზე და ევროპის უმაღლეს ლიგებში თამაშის გამოცდილება. ასევე, უთამაშია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე. ჩვენ მოუთმენლად ველით გუნდში, რომ ადაპტაცია რაც შეიძლება მალე გაიაროს“, – თქვა „ატალანტა იუნაიტედის“ ვიცე-პრეზიდენტმა და მენეჯერმა, კარლოს ბოკანეგრამ.

საბა ლობჟანიძემ 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ „ჰათაისპორი“ დატოვა და სეზონის მეორე ნახევარში „ფატიჰ კარაგიუმრიუკში“ იჯარით გადავიდა.