საბა კვირკველიას ყოფილ ბინაში გულშემატკივრის გვამი იპოვეს
საბა კვირკველიას ყოფილ ბინაში გულშემატკივრის გვამი იპოვეს

რუსული ვებ-გვერდი chempionat.com-ის მიხედვით მოსკოვის „ლოკომოტივის“ და საქართველოს ნაკრების მცველის, საბა კვირკველიას სახლში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს, რომლის ამოცნობაც მისი პასპორტის მიხედვით მოხდა.

წყაროს მიხედვით, გულშემატკივარი მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრებად ჩავიდა. მისი გვამი მეზობელმა აღმოაჩინა.

„მისი მეგობარი საეჭვოდ იქცეოდა, თავისი ბარგი შეაგროვა და ბინას გაეცალა. შემთხვევის ადგილზე ერთჯერადი შპრიცები აღმოაჩინეს, ხოლო გვამს ინექციის კვალი ეტყობოდა“ – წერენ რუსულ ვებ-გვერდებზე.

00:00
განახლება #1

საბა კვირკველიამ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი იმავე რუსულ პორტალთან, chempionat.com-თან გააკეთა –

„ექვსი თვეა ამ ბინაში აღარ ვცხოვრობ. სახლი მეგობარს გადავეცი და თითქმის ნახევარი წელია იქ არ ვყოფილვარ. გარდაცვლილი ჩემი მეგობარი არაა, ბინის ახალი მფლობელის ახლო მეგობარია. მე თვითონ საქართველოში ვიმყოფები, მომხდარის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციოდან შევიტყე და შოკირებული ვარ.“