ბოლო დროს ბრიტანულ პრესაში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და საქართველოს ნაკრების მცველი – საბა კვირკველია „პრემიერ ლიგაში“, კერძოდ კი „ლესტერში“ გააგრძელებდა საფეხბურთო კარიერას.
პირველ არხზე, საფეხბურთო გადაცემაში, საქართველოს ნაკრების მცველმა მისით „ლესტერის“ დაინტერესება დაადასტურა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა –
„არის საუბარი „ლესტერთან“ დაკავშირებით. ჩემი პირადი მენეჯერი აწარმოებს ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებას და მე ვფიქრობ ამ დღეებში გაირკვევა დავრჩები „ლოკომოტივში“, თუ გადავალ „ლესტერში“.
როგორც იცით, „ლესტერი“, განსხვავებით მოსკოვის „ლოკომოტივისგან“ ჩემპიონთა ლიგაზე წელს არ ითამაშებს, თუმცა კვირკველიამ განაცხადა, რომ მას „პრემიერ ლიგაში“ თამაში სურს.