ლოზანაში დასრულებულ წილისყრაზე ”ჯვაროსნები” D ლიგის პირველ კალათაში იყო განთესილი, ისევე როგორც ბელარუსი, მაკედონია და აზერბაიჯანი. საბოლოოდ, ერთა ლიგაში საქართველოს მეტოქეებად ერგო ლატვია, ყაზახეთი და ანდორა.
პირველ არხთან კომენტარი საბა კვირკველიამ გააკეთა – საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ”ლოკომოტივის” ცენტრალური მცველი მიიჩნევს, რომ იოლი ჯგუფი არაა.
”ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა და ვერავინ იტყვის, რომ ლატვია, ყაზახეთი და თუნდაც ანდორა ქულებს იოლად დაგვითმობს. რა თქმა უნდა. გასვლის შანსი გაგვაჩნია, მაგრამ მეტოქეებისადმი პატივისცემა უნდა ვიქონიოთ და თითოეული ქულისთვის ვიბრძოლოთ” – ამბობს პირველ არხთან კვირკველია.